ახალი საგანმანათლებლო–პროფესიული პროგრამების დანერგვის პერსპექტივები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ახალი საგანმანათლებლო–პროფესიული პროგრამების დანერგვის პერსპექტივები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2015 წლის 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობისა და სამხრეთ კავკასიის დაავადებათა გამოვლენის გლობალური პროგრამის დირექტორს, ქალბატონ ჯულეტ მორგანს და სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ტინგრენს, ამერიკის შეერთებული შტატების დავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის უფროს მრჩეველს, ქალბატონ მარიკა გელეიშვილს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი, რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ნოდარ ლომიძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამედიცინო უნივერსიტეტში  ახალი საგანმანათლებლო–პროფესიული პროგრამების: „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლა ნოზოკომიური ინფექციების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების გზით“ და  „სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული კვლევების განვითარების სტრატეგია“ – დანერგვასა და ამუშავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებას.