კომპანია ALPHE-ს ორგანიზებული კონფერენცია ბანგკოკში

კომპანია ALPHE-ს ორგანიზებული კონფერენცია ბანგკოკში

2015 წლის 25 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ბანგკოკში (ტაილანდი) კომპანია ALPHE-ს (დიდი ბრიტანეთი) მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი და უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

 მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები შეხვდნენ სტუდენტთა მომზიდავ კომპანიებს. კონფერენციაში მონაწილეობდა 37 უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთიდან, 10  – აშშ–დან, 6 – კანადიდან, 5 – ირლანდიიდან და სხვები... თსსუ იყო ერთადერთი უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.

აზიური მომზიდავი კომპანიები წარმოდგენილი იყო ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ვიეტნამიდან, ბანგლადეშიდან და სხვა ქვეყნებიდან.

დაისახა სამომავლო გეგმები.