კლუბ „ვიტალისის

კლუბ „ვიტალისის

18 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო–კვლევითი კლუბი ,,VITALIS“ –ის  ერთი წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა. კლუბის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ამ დროის განმავლობაში კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობები, მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე საზოდოებას მიმართეს: კლუბის პრეზიდენტმა საიდ აჯიანცმა, ვიცე-პრეზიდენტებმა: აკაკი გავაშელიშვილმა და ვახტანგ თებიძემ და კლუბის წარმომადგენელმა სოფო ალიმბარაშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა და კლუბს წარმატებები უსურვა თსსუ-ივანეთარხნიშვილისსახელობისსტუდენტთასამეცნიეროსაზოგადოების პრეზიდენტმა მიხეილ ჯანჯღავამ.

კლუბი „ვიტალისი" მადლობას უხდის თსსუ-ის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტურ თვითმმართველობას გაწეული თანადგომისათვის. კლუბი აგრძელებს  წევრების მიღებას, მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან თანამშრომლობას  და ახალ პროექტებზე მუშაობას.