2015 წლის 18 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამერიკელმა სტუმრებმა: ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორებმა ენდრიუ დუგლასმა და ედვარდ შეინერმანმა დაათვალიერეს.
სტუმრებს ახლდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, აშშ–ში საქართველოს საელჩოს I მდივანი თამარ ჭელიძე, ,,LLC Old City Development"–ის პროექტების ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე.
სტუმრებმა, უნივერსიტეტისა და კლინიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.