თსსუ პირველ ადგილზე გავიდა

თსსუ პირველ ადგილზე გავიდა

2015 წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით ქალაქ ერზრუმში (თურქეთი), ათათურქის უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თურქული ენის შესასწავლად იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი გიორგი აფციაური.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე სტუდენტებმა საქართველოდან, მონღოლეთიდან, რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან  მოაწყვეს კონფერენციები საკუთარი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების წარსადგენად. შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოცხადდა პირველ ადგილზე გასული უნივერსიტეტი –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რამაც დიდი სიხარული მოუტანა ჩვენს მონაწილეებს.

გიორგი აფციაური მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ათათურქის უნივერსიტეტში ენის შესწავლის საშუალების მიცემისთვის. ათათურქის უნივერსიტეტმა მას წინადადება მისცა, გაისად,  მევლანას პროექტის ფარგლებში, შემდეგი კურსი  ათათურქის უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე  გაიაროს.