საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

თბილისში 2015 წლის 20–22 მარტს ძიუდოს გრან–პრის გათამაშებაში ქართველი და უცხოელი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია მადლობას უცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შემდეგ სტუდენტებს: მარიამ ბახუტაშვილს, იანა ბოლოთაშვილს, თამარ ტაბატაძეს, ხატია ბუჩუკურს, მარია თიღილაურს, მარიამ წიკლაურს, ნინო გოგიჩაიშვილს, ეკა ჯანიბეგაშვილს, მარიამ მაისურაძეს, ზაზა აბესაძეს, მარიამ თორთლაძეს, გიორგი კაზალიკაშვილს, ანა ჩოლოგაურს.  ასევე თსსუ–ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს: გიორგი მიკუჩაძეს და ირაკლი ჭოველიძეს.