მეორე საერთაშორისო კონგრესი  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

მეორე საერთაშორისო კონგრესი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

2015 წლის 8-10 აპრილს ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ჩერნივცი, უკრაინა) ჩატარდა "მეორე საერთაშორისო კონგრესი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის" (BIMCO 2015), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ და მედიცინის დოქტორმა შორენა ხეცურიანმა.

კონგრესზე პროფესორმა ლუიზა  გაბუნიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე – „სამეცნიერო უნარ–ჩვევების განვითარება თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“. მოხსენებას ესწრებოდნენ: ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები, ასპირანტები და პროფესორ–მასწავლებლები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მომზადებული ოთხი სამეცნიერო პუბლიკაცია დაიბეჭდა უკრაინის ახალგაზრდა მეცნიერთა ჟურნალში „Chyst“ (Ukrainian Medical Journal of Young Scientists „Chyst“).