გაცვლითი პროგრამა ათათურქის უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამა ათათურქის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტები: ხათუნა ლობჯანიძე და ქრისტინე ძნელაშვილი იმყოფებოდნენ არზრუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი)  გაცვლითი პროგრამით, ზამთრის სკოლაში თურქული ენის შესასწავლად.

პროგრამაში ჩართული იყვნენ  საქართველოს, რუსეთის, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და მონღოლეთის უნივერსიტეტების სტუდენტები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება, ჩატარდა კონფერენციები.

სტუდენტები მადლიერებით აღნიშნავენ თსსუ–ის ღვაწლსა და ხელშეწყობას მათი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის.