ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის სახელობის სტიპენდიატები

ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის სახელობის სტიპენდიატები

2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის წინადადებით და მეოხებით, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურად წარჩინებული ორი სტუდენტისათვის დაწესდა ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის სახელობის სტიპენდია – ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. აკადემიური მოსწრების რეიტინგული მაჩვენებლების საფუძველზე, მედიცინის ფაკულტეტის საბჭომ წლეულს პირველი ორი  წარჩინებული სტუდენტი შეარჩია და წარადგინა ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის სახელობის სტიპენდიის მისაღებად; ესენი არიან მესამე კურსის სტუდენტი გიორგი ღელაღუტაშვილი და მეხუთე კურსის სტუდენტი  ქრისტინე ქობულაძე. ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი, ხათუნა ჩიხლაძე და ჰოსპიტალის ექიმები შეხვდნენ სტიპენდიატებს. ჰოსპიტალის ტოპ–მენეჯმენტმა, კოლექტივის სახელით, მათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა; შეხვედრისას საინტერესო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.