თსსუ–ის რექტორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე

თსსუ–ის რექტორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 15–18 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ  ბელგიაში,  ქალაქ ანტვერპენში, სადაც დაესწრნენ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ყოველწლიურ კონფერენციას, მონაწილეობა  მიიღეს გენერალურ ასამბლეაში და კენჭისყრაში.

კონფერენცია მიეძღვნა თემას „კვლევა და ინოვაცია ევროპის უნივერსიტეტებში“; განხილული იქნა მეცნიერების განვითარების შემდეგი ძირითადი მიმართულებები ევროპის რეგიონში:

  • მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავება - რეგიონული ტრანსფორმაცია და ინოვაციების  ხელშეწყობა,
  • უნივერსიტეტის როლი მკვლევართა ახალი თაობის მომზადებისათვის,
  • პარტნიორობა და თანამშრომლობა უნივერსიტეტთა შორის.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა კარლოს მედასი –  ევრო-კომისიის სპეციალური წარმომადგენელი  კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში. კონფერენციის მუშაობის პროცესში განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო საუნივერსიტეტო კვლევის დაფინანსების პრობლემებს, სადოქტორო განათლების საფეხურს და მკვლევართა ახალი თაობის აღზრდას.

გენერალურ ასამბლეაზე, კენჭისყრის  გზით, არჩეული იქნა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ახალი  პრეზიდენტი - პროფესორი როლფ ტარაჩი და საბჭოს ხუთი ახალი წევრი.