სემინარი ,,დაავადებების პრევენციის პერსპექტივები საქართველოში“

სემინარი ,,დაავადებების პრევენციის პერსპექტივები საქართველოში“

 

2015 წლის 28  აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი ,,დაავადებების პრევენციის პერსპექტივები საქართველოში“.

შეხვედრაზე განიხილეს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური საკითხები:   დიაბეტის და სიმსუქნის, აივ ინფექციის, შიდსის, ტუბერკულოზის და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და  პრევენციის მექანიზმები.

სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის  წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერი ნინო ყოჩიშვილი,  დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი და ფონდ „თანადგომის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

დაავადებების პრევენცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმაღლესი სტანდარტების მიღწევის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.