თსსუ–ის პროფესორების ვიზიტი თურქეთში

თსსუ–ის პროფესორების ვიზიტი თურქეთში

მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორები: ირინე ზარნაძე და შალვა ზარნაძე, MEVLANA-ს პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტ ეწვივნენ.

თსსუ-ის პროფესორებმა ყარსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ, თანამედროვე საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები უნივერსიტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პედაგოგიური, მეთოდოლოგიური და სამეცნიერო გამოცდილება, დაისახა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.