აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა  და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელთა სტუმრობა  თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელთა სტუმრობა თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს  აშშ საერთაშორისო განვითარებისსააგენტო (USAID) პროგრამა  „ შენარჩუნების“ ფარგლებში. ამ თანამშრომლობის შედეგად  მოხდა  მენაობა-გინეკოლოოგის დეპარტამენტის სასწავლო პროგრამების გადახედვა და განახლება, დამატებით  სამეანო-გინეკოლოგიური მულაჟებით აღჭურვა  და დამხმარე სამედიცინო მასალით მომარაგება. ამავე პროგრამის ფარგლებში თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში  მედიცინის ფაკულტეტის მოეთხე კურსის  სტუდენტებისათვის მეანობა -გინეკოლოგიაში  OSCE-ის გამოცდის  ჩატარებისათვის გაგვიწიეს სათანადო ექსპერტული დახმარება.

 მიმდინარე წლის 14 მაისს თსსუ კლნიკური უნარ-ჩვევბის ცენტრს ესტუმრნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ს ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი  ალინა რომანოვსკი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების დეპარტამენტის დირექტორი  თამარ სირბილაძე,  პროგრამა  „ შენარჩუნების“ დირექტორი  ნინო ბერძული, ამავე პროგრამის დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ტექნიკური ექსპერტი ნინო ლომია და ჯეი-ეს-აის მრჩეველი კომუნიკაციის დარგში – ანდრეა დიკსონი.

სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების  ცენტრი და გაეცნენ ცენტრის შესაძლებლობებს, ნახეს სტუდენტების მიერ  სამეანო და გინეკოლოგიურ  სიმულატორებზე გასინჯვის ტექნიკა და სხვა მანიპულაციები.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესაძლებლობებზე,  მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა  უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ.  მან  მადლობა გადაუხადა სტუმრებს   აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა  „ შენარჩუნების“  ფარგლებში   თანამშრომლობისათვის,   დადებითად შეაფასა  მიღებული შედეგები და სამომავლო   ურთიერთობის  პერსპექტივა.