აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

მიმდინარე წლის 15 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცნობილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ტრავმატოლოგის, აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სამეცნიერო მემკვიდრეობისა და ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესახებ მოხსენება წაიკითხა პროფესორმა შადიმან სახვაძემ.
სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი ბაადურ ზიმლიცკი,  ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ხაბეიშვილი.
კონფერენციის დასასრულს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.