ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის კონგრესი – „ევროპრევენტ 2015“

ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის კონგრესი – „ევროპრევენტ 2015“

 

2015 წლის 14-16 მაისს ლისაბონში (პორტუგალია) ჩატარდა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებისა და ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის კონგრესი – „ევროპრევენტ 2015“, რომელშიც მონაწილეობდა თსსუ-ს რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულების პროფესორი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი ლელა მასხულია. 

კონგრესზე ლელა მასხულიამ მიიღო მონაწილეობა სპორტის კარდიოლოგიის ჯგუფის მუშაობაში. ასევე, წარადგინა სასტენდო მოხსენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინასაშეჯიბრო სკრინინგის შესახებ, სადაც განიხილა გამოვლენილი პათოლოგიები და მიღებული გამოცდილება სპორტსმენებში უეცარი კარდიული სიკვდილის განვითარების რისკის სტრატიფიკაციის და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით.