ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2015 წლის  23 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი შეხვდა  ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სომხეთსა და საქართველოში, მის აღმატებულება სურეშ ბაბუ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თოფურ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, ხელმძღვანელის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებზე უცხოეთის წამყვან  უნივერსიტეტებთან და მიმდინარე ერთობლივ  პროექტებზე, ინდოელი სტუდენტების სწავლების  საკითხებზე, მათ ჩართულობაზე სხვადასხვა  სასწავლო პროექტებსა და კულტურულ ღონისძიებებში.

განიხილეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთსა და საქართველოში შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებს.