თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 26 მაისი აღნიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 26 მაისი აღნიშნა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, პროფესორები: თინათინ ჩიქოვანი, სამსონ მღებრიშვილი, ბიძინა ზურაშვილი, ლელა მასხულია, დალი ბერაშვილი, ირმა მანჯავიძე და სხვები...

რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მინისტრებმა. სამედიცინო უნივერსიტეტის საინფორმაციო კუთხე განსაკუთრებული ინტერესით  დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მისმა მოადგილეებმა: ქეთევან ნატრიაშვილმა, ლია გიგაურმა და გიორგი შარვაშიძემ.

26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო თსსუ სახალხო ანსამბლმაც.