სტუდენტთა 77–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია

სტუდენტთა 77–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია

2015 წლის 27 მაისს თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ინიციატივით  ჩატარდა სტუდენტთა 77–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: სტუდენტთა სამეცნიერო–კვლევითი კლუბი ,,ვიტალისი“, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, ევროპის მედიკოს  სტუდენტთა ასოციაციის თბილისის წარმომადგენლობა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ახალგაზრდული საბჭო.

კონფერენციაზე წარმოდგენილი  იყო  ზეპირი და  სტენდური მოხსენებები.

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს  გადაეცა სერტიფიკატი.

თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის, მიხეილ ჯანჯღავას განცხადებით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი  ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების  სამეცნიერო შრომათა კრებულში.