პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა

პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა

 

მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ თბილისის 147-ე საჯარო სკოლის IX კლასის 15 მოსწავლე და 85-ე საჯარო სკოლის IX კლასის 5 მოსწავლე მათი მომავალი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.

სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და  სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული მუზეუმი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორია.

საჯარო სკოლის მოსწავლეების სტუმრობა სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა – „პროფესიული  ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“,  2013 წლიდან ხორციელდება განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის მიერ და მისი   მიზანია,  დაეხმაროს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

პროგრამის ფარგლებში ტარდება მოსწავლეთა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ამ პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით.

ამჟამად პროგრამა მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში და მასში, საქართველოს მასშტაბით, ჩართულია 477  საჯარო სკოლის  მეცხრეკლასელი.