ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენლები თსსუ–ში

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენლები თსსუ–ში

 

მალე ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნება. ჰოსპიტალის წარმომადგენლები: გენერალური დირექტორი თურულ თოქმანი, კლინიკური დიერქტორი ჯან ასანჯა, დირექტორის მოადგილე თემურ გაბაიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი ტაკიძე მიმდინარე წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. მათ შეხვდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და დიპლომისშემდგომი და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.