თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ეწვია

   
   

მიმდინარე წლის 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, მედიცინოს ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თოფურია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, სტუდენტთა და  რეზიდენტთა გაცვლითი პროგრამები. გამოითქვა სურვილი თურქი სტუდენტების რაოდენობის გაზრდაზე საქართველოში.