საერთაშორისო კონფერენცია „მიგრანტთა ჯანმრთელობის ეკონომიკური ასპექტები ევროკავშირში – ელექტრონული ჯანმრთელობის აპლიკაციების შესაძლო გამოყენება“

საერთაშორისო კონფერენცია „მიგრანტთა ჯანმრთელობის ეკონომიკური ასპექტები ევროკავშირში – ელექტრონული ჯანმრთელობის აპლიკაციების შესაძლო გამოყენება“

   
   

მიმდინარე წლის 20–24 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის თერაპიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა, მონაწილეობდა რეჯიო ემილიაში (იტალია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „მიგრანტთა ჯანმრთელობის ეკონომიკური ასპექტები ევროკავშირში – ელექტრონული ჯანმრთელობის აპლიკაციების შესაძლო გამოყენება“.

კონფერენციის ფარგლებში პროფესორი ზვიად კირტავა გაეცნო იტალიაში მიგრაციის საკითხებს, მიგრანტთა (განსაკუთრებით ქართველ, უკრაინელ და მოლდაველ) ჯანდაცვის ორგანიზებას (რეგულარული და არადოკუმენტირებული მიგრანტების შემთხვევაში) მიგრანტთა ჯანმრთელობის მთავარი პრობლემების ეპიდემიოლოგიურ კვლევას, რაც შემდეგი სპექტრით განისაზღვრება: მენტალური ჯანმრთელობა, კუჭ–ნაწლავთა ტრაქტი, გენიტო–ურინალური ტრაქტი, ჰეპატიტი C, გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია.

ქართველმა პროფესორმა კონფერენციაზე წარმოადგინა შემდეგი პრეზენტაციები:

  • „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა“
  • „მიგრაციის პრობლემა საქართველოსთვის და მიგრანტთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა ელ–ჯანმრთელობის მეთოდები“.

გაეცნო მიგრანტი ოჯახების პირველადი ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკას.