თსსუ-ის განცხადება

თსსუ-ის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის - ლიზა (ელიზა) ზარანდიას 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს გარდაცვალების გამო.

ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უსამძიმრებს სტიქიის ყველა მსხვერპლის ოჯახს ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო, რაც ახლობელთა გარდაცვალებით განიცადეს.