სამძიმრის წერილი უკრაინიდან

სამძიმრის წერილი უკრაინიდან

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ი. გორბაჩევსკის  სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა) სამძიმრის წერილი მიიღო, ტერნოპილის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მიხაილ კორდა უნივერსიტეტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  თბილისში მომხდარი ტრაგედიის  გამო, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს, გამოიწვია ადამიანების დაშავება და დაღუპვა.  

,,ჩვენ ამ მძიმე ჟამს ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – წერს პროფესორი მიხაილ კორდა.