ინტერნეტ პორტალები  ,,ScienceDirect” და ,,Scopus” უკვე თსსუ–ში

ინტერნეტ პორტალები ,,ScienceDirect” და ,,Scopus” უკვე თსსუ–ში

მიმდინარე წლის 23 ივნისს, თსსუ–ის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის კომპანია ,,Elsevier”-ის წარმომადგენელმა თამარ გოგუამ წარმოადგინა პრეზენტაცია ინტერნეტ პორტალების  ,,ScienceDirect” და ,,Scopus” მოხმარების წესების შესახებ.

,,Elsevier”  წარმოადგენს მსოფლიოს ოთხი მსხვილმაშტაბიანი საგამომცემლო სახლებიდან ერთ–ერთს, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს  სტატიებს მსოფლიო სამეცნიერო  ჟურნალებიდან. გამომცემლობის მფლობელობაში შედის ინტერნეტ პორტალები  ,,ScienceDirect” და ,,Scopus”,  სადაც ასევე ხდება ციტირების ინდექსისა და იმფაქტ–ფაქტორის  წარმოება. ,,Elsevier“  სამეცნიერო სტატიების არქივთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს  წამყვან სამეცნიერო–კვლევით  ორგანიზაციებს და უნივერსიტეტებს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან.

დღეიდან აღნიშნული პორტალებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ  თსსუ–ის  სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სამეცნიერო მუშაობით დაინტერესებულ  ახალგაზრდებს ეძლევათ.