ტრენინგი „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესაწავლა და სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკის გაუმჯობესება“

ტრენინგი „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესაწავლა და სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკის გაუმჯობესება“

 მიმდინარე წლის 30 ივნისს  აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, სამედიცინო კორპორაცია „EVEX” -ისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროგრამის „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესაწავლა და სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში, თსსუ–ის პირველ სუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა ტრენინგი   რომელსაც უძღვებოდნენ:    აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის  წევრები:    მარიკა გელეიშვილი  და  ლინდა ტეიჯენი. ტრენინგს ესწრებოდნენ: თსსუ პირველი საუნივერსიტეტო  კლინიკის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, თსსუ № 1, №2 სტომატოლოგიური კლინიკების და აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის, რესპუბლისკური საავადმყოფოსა და კორპორაცია „EVEX“-ის ინფექციის კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები, უფროსი    ექთნები,  კლინიკის  მთავარი  ექთნები.