ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

 
   

მიმდინარე წლის 10 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, შეხვდნენ  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლებს: პროფესორ კაზიმიერჟ გლოვნიაკს, ასოცირებულ პროფესორებს: აგნეჟკა ლუდვიზჟუკს, ტომას მროსჟეკს, კრისტინა სკალიცკას, ასისტენტ–პროფესორებს: ვირჯინია კუკულა–კოჩისა და ვოიჩეკ კოჩის, მეცნიერ–ტექნიკოს–ასისტენტებს: იაროსლავ ვიდელსკის და ელვირა სიენიავსკას, ასევე ფარმაცევტული მცენარეული საწარმოს დირექტორს – კრისტოფ ნოვაკს.  

მხარეებმა ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტზე – „სამკურნალო მცენარეების შეგროვება საქართველოში შრომის ბაზრის განვითარების შანსია“, რომელიც ფინანსდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროფესორმა კაზიმიერჟ გლოვნიაკმა სერტიფიკატები გადასცა პედაგოგებს, რომლებმაც ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტში. 

პროექტის მიზანია 40 დაინტერესებული პირი გაეცნოს სამკურნალო მცენარეების  მორფოლოგიურ–ანატომიურ დახასიათებას, რესურსებს, მათი აღების, დამუშავების და შენხვის ტექნიკას და შესაბამისად ეს ცოდნა გამოიყენოს თვითდასაქმებისთვის.

პლონელმა სტუმრებმა და თსსუ–ის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.