პოზნანის  სამედიცინო  მეცნიერებების  უნივერსიტეტის (პოლონეთი)  სტუდენტების სტაჟირება   თსსუ–ის  საუნივერსიტეტო კლინიკებში

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტების სტაჟირება თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკებში

2015 წლის 5–დან 19 ივლისის ჩათვლით, პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) 8  სტუდენტმა კლინიკური სასწავლო კურსი გაიარა თსსუ–ის საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში: თსსუ–ის ალადაშვილის სახელობის #1 საუნივერსიტეტო კლინიკასა და სტომატოლოგიურ კლინიკა და  სასწავლო–კვლევით ცენტრში „უნიდენტი“.

ბილატერალური გაცვლითი პროგრამა პოლონეთის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტთან  ხორციელდება 2013 წლიდან სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე  წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან კლინიკური  სტაჟირების მიზნით პოლონეთში გაემგზავრა მედიცინის 8 და სტომატოლოგიის ფაკულტეტის  2 სტუდენტი.

18  ივლისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის   რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  გამართა შეხვედრა სტაჟირების პროგრამაში მონაწილე პოლონელ სტუდენტებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი,  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.

რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს პროგრამაში მონაწილეობისათვის, ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტაჟირების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, გულთბილი დახვედრისთვის. დადებითად შეაფასეს ქართველი ექიმების პროფესონალიზმი და  საუნივერსიტეტო კლინიკებში  სწავლების მაღალი სტანდარტი.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს  გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი  სერტიფიკატები  და  უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.