საქართველო მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში (IFMSA) გაწევრიანდა

საქართველო მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში (IFMSA) გაწევრიანდა

   
   

2015 წლის 3–9 აგვისტოს ოჰრიდში (მაკედონიის რესპუბლიკა) გაიმართა მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (IFMSA) გენერალური ასამბლეა. ღონისძიების განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში. IFMSA არის არასამთავრობო ორგანიზაციათა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 1,2 მილიონ მედიკოს სტუდენტს და მათ მიერ შექმნილ სტუდენტურ ასოციაციებს  მთელი მსოფლიოდან. ორგანიზაცია დაარსდა 1951 წელს და ამჟამად მოიცავს 126 წევრ ორგანიზაციას. აღიარებულია გაერთიანებული ერების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორ საერთაშორისო ფორუმი სტუდენტ-მედიკოსებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის. 5 აგვისტოს IFMSA–ის გენერალური ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში. საქართველოს სამიტზე წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტი, სტუდენტური თვითმართველობის განათლების დეპარტამენტის თავჯდომარე ნიკა გვაზავა და ,,აიეტი“-ს სტუდენტი ილია ნადარეიშვილი.

2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი სტუდენტები  აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცის (EMSA), ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცის, ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაცის წევრი.