სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკის“ შეთავაზება თსსუ–ს

სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკის“ შეთავაზება თსსუ–ს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკის“ დირექტორის დავით კობეშავიძის წერილი მიიღო.

„ჩემი და უამრავი ჩემი კოლეგის, ვინც დღეს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში აქტიურად არის ჩართული, Alma Mater თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია – უმაღლესი სამედიცინო განათლების მემატიანე, ლამის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უმაღლესი სამედიცინო განათლების ტრადიციული კერა საქართველოში“, – წერს ბატონი დავითი.

ის  „იმედის კლინიკის“ თანამშრომელთა სახელით სთავაზობს თსსუ–ს:

  • 2015–16 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე დაინიშნოს „იმედის კლინიკის“ სახელობის სტიპენდია – თვეში 150 ლარის ოდენობით.
  • თსსუ–ის ოთხი მეხუთე–მეექვსე კურსელი სტუდენტი დასაქმდეს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მორიგე ბრიგადაში მისი შრომის ანაზღაურების დადგენილი წესით.
  • მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელი სტუდენტებისაგან, ვინც სერიოზულად და სამომავლო, პროფესიული მიზნით არის დაინტერესებულიმეანობა–გინეკოლოგიით, ჩამოყალიბდეს „იმედის კლინიკის“ კლუბი.

ბატონი დავით კობეშავიძე დაწვრილებით მიმოიხილავს ამ შეთავაზებებს თავის წერილში და აღნიშნავს, რომ სამშობიარო „იმედის კლინიკა“ მოხარული იქნება თსსუ–სთან მჭიდრო თანამშრომლობით.