თსსუ-ის სტუდენტების სტაჟირება თურქეთში

თსსუ-ის სტუდენტების სტაჟირება თურქეთში

   
   

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 23 სტუდენტი, თსსუ-ის პრევენციული მედიცინის და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგის, ივანე კუგოტის ხელმძღვანელობით, საზაფხულო სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ქ. სამსუნის (თურქეთი რესპუბლიკა) ონდუკუზ მაის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

თსსუ-ის სტუდენტები განაწილებული იყვნენ საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში, სადაც ჩართულნი იყვნენ პრაქტიკულ საქმიანობაში, მონაწილეობდნენ პაციენტის გასინჯვაში, მენტორებთან ერთად არჩევდნენ სხვადასხვა საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს და ესწრებოდნენ ოპერაციებს. პრაქტიკული გამოცდილების გარდა სტუდენტები ეცნობოდნენ თეორიულ საკითხებსაც.

სტაჟირების დასასრულს სტუდენტებს შეხვდნენ და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცეს ონდუკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სულეიმან კაპლანმა და ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებმა.