მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

   
   

მიმდინარე წლის 15–29 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რვა სტუდენტმა, საზაფხულო სტაჟირება გაიარა უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის  ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში (ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი  დავით თოფურია).

სტაჟირებისას სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად შეესწავლათ და  ეწარმოებინათ: ადამიანის თავის, კისრის, გულ–მკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ანატომიური დისექცია. ლექცია-სემინარები ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა, სადაც თითოეულ სტაჟიორს საშუალება ჰქონდა პრაქტიკული სასწავლო მასალის გამოყენებით გაევლო მეცადინეობა.

სტუდენტები გაეცნენ ანატომიური კვლევის უახლეს, სამ–განზომილებიან (3D) მეთოდს და ესწებოდნენ ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში მიმდინარე სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევებს.

სასწავლო კურსის დასკვნით ნაწილში პროგრამის მონაწილეებს შეხვდა და შესაბამისი  სერტიფიკატები გადასცა უტრეხტის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სპეციალობებისა და ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა,  პროფესორმა რონალდ ბლეისმა, რომელმაც დადებითად შეაფასა პროგრამის მონაწილეები და წარმატებები უსურვა მომავალ საექიმო საქმიანობაში. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალი გეგმები.

საზაფხულო სტაჟირების დასასრულს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  შემეცნებით–კულტურულ მხარეს. ქართველმა სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქის მუზეუმები და ღირსშესანიშნაობანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მადლობას უხდიან ჯგუფის ხელმძღვანელს, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორ  დავით თოფურიას გაწეული ძალისხმევისთვის, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარა გაევლო პროფესიული სტაჟირება ევროპის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გამოხატეს უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ რონალდ ბლეის მიმართ, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურ თანადგომასა და მხარდაჭერასუცხადებს ქართველ სტუდენტებს.