თსსუ-ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლა საქართველოში!

თსსუ-ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლა საქართველოში!

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ:

  • 63 აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უსგ) კონკურსი ერთ ვაკანტურ ადგილზე  ერთი და მეტი პირველადი განაცხადით დაფიქსირდა მხოლოდ 12 უსგ-ში;
  • აღნიშნულ 12 უმაღლეს სასწავლებელს შორის თსსუ მესამე ადგილზეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შემდეგ;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პირველადი საკონკურსო განაცხადების მაჩვენებელმა ერთ ვაკანტურ ადგილზე შეადგინა 2,39;
  • წინა წლებთან შედარებით, მისაღები კონტინგენტის რაოდენობის შემცირების და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მომატების მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი  შესაბამისი პროფილის სასწავლებლებს შორის კვლავ ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლაა საქართველოში.
იხილეთ ბმული: