უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და თსსუ–ის სტუდენტთა თვითშემოქმედებას გაეცნენ

უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და თსსუ–ის სტუდენტთა თვითშემოქმედებას გაეცნენ

2015–2016 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუმრები:  უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები და უცხოეთში, მედიცინისა და სამედიცინო განათლების სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველები: პროფესორი იაროსლავ ვალკოვიაკი (პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პოლონეთი), ასოცირებული პროფესორი ანნა სურდაკა (პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მედიცინის II ფაკულტეტის სტომატოლოგიის განყოფილების ვიცე–დეკანი, პოლონეთი), პროფესორ ემერიტუსი მარტინ რიცენი (კაროლინსკას უნივერსიტეტის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დეპარტამენტი, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი1984–2002 წლებში, შვედეთი), პროფესორი ჯონ რობერტ ფოულერი (ქ. იზმირის კენტის ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თურქეთი), პროფესორი ტიმო ულრიხსი (ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი, კოხ–მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის ხელმძღვანელი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი,თსსუ–ის საპატიო დოქტორი, გერმანია), პროფესორი ოტტო დაპუნტი ( გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), პროფესორი მიხაილო კორდა (ი. გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, უკრაინა), პროფესორი სტეფან ზაპოროჟანი (ი. გორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი კვლევის, განათლებისა და კლინიკური საქმიანობის დარგში, უკრაინა), პროფესორი ტატიანა ილაშჩუკი (ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის პროფესორი, უკრაინა), პროფესორი ჯეიმს ლი (თსსუ–ის მოწვეული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ), პროფესორი დევიდ დომინგესი (თსსუ–ის მოწვეული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსის კოორდინატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ), დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ–ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ – ის საპატიო დოქტორი, ავსტრია), ასოცირებული პროფესორი არჩილ უნდილაშვილი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), ნიკოლოზ ვაშაყმაძე ( გულ–სისხლძარღვთა ქირურგი), გიორგი კვიცარიძე (კარლსრუეს სტადტიშის კლინიკის რეზიდენტი, ნეიროქირურგი) თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ.

სტუმრებს კლინიკა დაათვალიერებინეს: თსსუ–ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კოხრეიძემ,  კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ნოდარ ლომიძემ და სხვა თანამშრომლებმა. თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონედ შეაფასეს უცხოელმა სტუმრებმა.

თსსუ–მა  უცხოელი პროფესორ–მასწავლებლებისა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი სტუმრებისთვის საგანგებოდ გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტური ანსამბლები და  შემსრულებლები. წარმოდგენილი იყო ხალხური ცეკვები და სიმღერები, კლასიკური მუსიკა, ევროპული ცეკვები. კონცერტს სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.