თეთრი ხალათების ცერემონია

თეთრი ხალათების ცერემონია

   
   

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში " US MD – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის „თეთრი ხალათების ცერემონია" გაიმართა. 

ეს ტრადიცია უკვე სამ წელს ითვლის, სწორედ იმდენს, რა დროსაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მიუხედავად  მცირე დროისა, US MD პროგრამამ უკვე მოიპოვა სერიოზული ავტორიტეტი და რეზონანსულია როგორც საქართველოს სამედიცინო სივრცეში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ამას კიდევ ერთხელ მოწმობდა ამერიკელი სტუმრების განწყობა და შეფასებები.
თეთრი ხალათების ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. 
სტუდენტებს მიესალმნენ:  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი კენეტ ვოლკერი, თსსუ-ის ვიცე–რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ჯო ჯერარდი, აშშ–ის არმიის სამედიცინო კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, პროგრამის დირექტორი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ეკა ეკალაძე, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორები: ჯეიმს ლი და დევიდ დომინგესი.  
ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს და უნივერსიტეტის პროფესურას სიტყვით მიმართა US MD პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტმა მარიამ მიქაძემ.

"დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის" პირველი სემესტრის სტუდენტებს თსსუ-ის და ემორის უნივერსიტეტის ემბლემიანი თეთრი ხალათები ღონისძიებაზე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა ჩააცვეს.

ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.