სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარი

სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარი

   
   

მიმდინარე წლის 12-14 სექტემბერს ლოპოტაზე ჩატარდა სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარი,  სადაც ქართველ სტომატოლოგებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის მოესმინათ და გაეზიარებინათ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებები, ესაუბრათ და ემსჯელათ სტომატოლოგიის განვითარებასა და პროგრესზე საქართველოში.

სემინარის ძირითადი სპიკერი იყო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე.

სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარზე, მოხსენებების სახით წარმოდგენილი იყო უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო და პრაქტიკული პროფესიული სიახლეები:

ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე:

  • „კბილთა რესტავრაცია - კარიესთან ბრძოლა და ესთეტიკის გაუმჯობესება“;
  •  „თანამედროვე ენდოდონტიის დანიშნულება - ტექნოლოგიური მიღწევების იმპლემენტაცია და პერიაპიკალური ინფექციების გავრცელების პრევენცია“.

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი თეა ჯანჯალაშვილი:

  • „გინგიგელი-ინოვაცია სტომატოლოგიაში“

თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის დირექტორი ლიკა სანოძე:

  • „ინფექციებთან ბრძოლის როლი, პრობლემების რაციონალური გადაწყვეტა სტომატოლოგიის კლინიკებში“.

სტომატოლოგთა საერთაშორისო საშემოდგომო სემინარმა კოლეგებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.