სამედიცინო გამომცდელთა ეროვნული ბიუროს (აშშ) წარმომადგენლები თსსუ–ში

სამედიცინო გამომცდელთა ეროვნული ბიუროს (აშშ) წარმომადგენლები თსსუ–ში

   
   

2015 წლის 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ სამედიცინო გამომცდელთა ეროვნული ბიუროს (National Board of Medical Examiners – NBME, აშშ) წარმომადგენლები  უმაღლესი  სამედიცინო განათლების ექსპერტები:  კლინიკური უნარების შეფასების ცენტრის კოორდინატორი კოლეტ სკოტი და საგანმანათლებლო პროგრამების დიზაინისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური უნარების შეფასების ცენტრის კოორდინატორი გეილ ფურმანი. სტუმრები შეხვდნენ თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლებს,  22 სექტემბერს კი – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს.

ამ შეხვედრების მიზანი იყო NBME –ის საქმიანობის გაცნობა დამსწრე საზოგადოებისათვის, მათი სერვისების განხილვა და გამოყენების შესაძლო გზების ძიება.

კოლეტ სკოტისა და გეილ ფურმანის ვიზიტი დაიგეგმა 2015 წლის აგვისტოში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელის არჩილ უნდილაშვილისა და პროგრამის დირექტორის ეკა ეკალაძის ფილადელფიაში, NBME –ში ვიზიტის დროს.

კოლეტ სკოტისა და გეილ ფურმანის ვიზიტი თსსუ–ში გრძელდება.