ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის (TCO)–ს პრეზენტაცია თსსუ–ში.

ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის (TCO)–ს პრეზენტაცია თსსუ–ში.

   
   

2015 წლის 26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ (TCO), ბიოლოგიოისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში არსებული ინოვაციებისათვის გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ–ის დოქტორანტები და წარმომადგენლები თსსუ–ის ინსტიტუტებიდან.

კონკურსი მიზნად ისახავს,  ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შერჩევას და მის ტრანსფერს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ხუთი ნაშრომი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება:

  • საპატენტო განაცხადის შევსებით და პატენტირების ხარჯების დაფარვით;
  • შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობით;
  •  გამოგონების მარკეტინგით;
  • საქართველოსა და აშშ-ში კომპანიის მოძიებით, რომელიც გამოგონების წარმოებით და ლიცენზიის მოპოვებით იქნება დაინტერესებული;

ყურადღება მიექცევა იდეის ორიგინალურობას, პატენტუნარიანობას, ინოვაციურობასა და კომერციულად ხელმისაწვდომობას.

ღონიძიებაზე ასევე მიმოხილეს ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტის საკითხები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონი.