კომპანია ჯიპისი სტუმრად თსსუ–ში

კომპანია ჯიპისი სტუმრად თსსუ–ში

2015 წლის 28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კომპანია ჯიპისის წარმომადგენლებთან. ტრადიციულად ფარმაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებს ხვდებიან ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც მათ აცნობენ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას.

წელს ეს პატივი ჯიპისის ერგო. კომპანიასა და ფაკულტეტს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა არსებობს, სტუდენტები კომპანიაში გადიან სტაჟირებას, ფარმაციის ფაკულტეტზე არიან ჯიპისის სტიპენდიატები.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი დალი ბერაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები  ერთიორად ზრდის სტუდენტთა მოტივაციას  და დასაქმების  პერსპექტივებს.

ჯიპისის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ძოწენიძემ სტუდენტებს გააცნო კომპანიის სტრუქტურა, თანამშრომელთა განვითარების გეგმა, ბონუს სისტემა, დასაქმებისა და განვითარების პერსპექტივები.

შერჩევის მენეჯერმა ნინო გველესიანმა განიხილა კომპანიაში კადრების შერჩევის პრინციპები.

ღონისძიების ბოლოს დაისვა კითხვები, დარიგდა სააპლიკაციო ფორმები, სტუდენტებმა შეავსეს რეზიუმეები.