2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ტრადიციული ჩინური მედიცინის საერთაშორისო კლინიკის–,,HMG“ გენერალური მდივანი ლიუ ცზინ-იუანსი და მისი ასისტენტი უილიამ ძინი.
ტრადიციული ჩინური მედიცინის საერთაშორისო კლინიკა ეფუძნება ჩინეთში არსებულ საუკეთესო ტრადიციებს, რომელიც ჩინური კულტურის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის აპარატის თანამშრომლები: ცისია ფანჩვაძე და თამარ ნამორაძე.
შეხვედრაზე მხარეებს შორის გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.