ISN / EuroPD / ERBP უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი ნეფროლოგიაში

ISN / EuroPD / ERBP უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი ნეფროლოგიაში

მიმდინარე წლის 23–24 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ISN / EuroPD / ERBP უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი ნეფროლოგიაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: ISN ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, EuroPD ევროპის პერიტონეული დიალიზის სკოლა, ERBP  ევროპის თირკმლის საუკეთესო პრაქტიკული გაიდლაინები, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ღონისძიება გახსნა   და სტუმრებს მიესალმა თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი ირმა ჭოხონელიძე.

მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორმა ვიმ ვან ბისენმა (ბელგია, ERBP), პროფესორმა ახიმ იორესმა (გერმანია,EuroPD), პროფესორმა რაიმონდ ვანჰოლდერმა (ბელგია,ISN), დოქტორმა ევი ნაგლერმა (ბელგია,ERBP), პროფესორმა საიმონ დევისმა (გაერთიანებული სამეფო, EuroPD).