თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

   
   

2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ საბჭოს წევრებს წარუდგინა თსსუ–ის პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ:

  • მედიცინის აკადემიური დოქტორი დიმიტრი აბელაშვილი – საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნეონატოლოგიაში; მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეონატოლოგიური დეპარტამენტის  და დავით გაგუას კლინიკის ნეონატოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეონატოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი ზვიად ბახუტაშვილი – საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ევროპის გულისა და გულმკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრი;   აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის   ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კარდიოქირურგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი ლევან ბეჟანიძე – საქართველოს მეან–გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი; ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი თემურ გაბაიძე – საქართველოს  მეან – გინეკოლოგთა  ასოციაციის წევრი; შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ სამეთვალყურეო  საბჭოს თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი დავით გაგუა – საქართველოს   მეან  –  გინეკოლოგთა  ასოციაციის საბჭოს წევრი; დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის მეანობა გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;  შპს დავით გაგუას კლინიკის დირექტორი;  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რეზო გაგუა – საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;  საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; საქართველოს თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ევროპის თორაკალურ ქირურგთა ასოციაციის წევრი; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონკოლოგიის  დეპარტამენტის  პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკური ონკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი მიხეილ ზიმლიცკი – საქართველოს ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი; საქართველოს ართროსკოპისტთა საზოგადოების წევრი; ქირურგ – ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ართროსკოპისტთა, მუხლის სახსრის ქირურგთა და ორთოპედიული სპორტული მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ამერიკის ქირურგ – ორთოპედთა აკადემიის წევრი; კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიას“  ქირურგ – ორთოპედ კონსულტანტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ორთოპედია – ტრავმატოლოგიის  სპეციალობის  სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  მამია ზოდელავა – საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; ქართულ–ამერიკული მედიცინის და ქირურგიის აკადემიის წევრი; საქართველოს ჰემატოლოგთა ასოციაციის წევრი; ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა „ჰემა“–ს დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ჰემატოლოგია – ტრანსფუზიოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივა (ივანე) კუზანოვი –   საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი; ანგიოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილი წევრი; საქართველოს ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი; რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა საერთაშორისო კონფედერაციის წევრი; შპს „კუზანოვ კლინიკის“ დამფუძნებელი და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;          თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი. 
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პლატონ მაჭავარიანი – საქართველოს მეან – გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი; საქართველოს საპატრიაქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მეანობა – გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი. 
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი სამსონ ქაჯაია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  პირველი  საუნივერსიტეტო  კლინიკის  ანესთეზიოლოგიისა  და რეანიმატოლოგიის  მიმართულების ხელმძღვანელი; სამედიცინო სამსახურის ვიცე –პოლკოვნიკი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის  ანესთეზიოლოგიისა  და რეანიმატოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ყამბარაშვილი – საქართველოს მეან – გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი; შპს „ავთანდილ  ყამბარაშვილის კლინიკის“ დირექტორი და კლინიკური ხელმძღვანელი; ღირსების ორდენის კავალერი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა –  გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ცაგარეიშვილი –  საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინ ვიტრო განაყოფიერების ასოციაციის პრეზიდენტი; ემბრიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი; ევროპის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი; ევროპის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ასოციაციის წევრი; ევროპის ანდროლოგთა აკადემიის ნამდვილი წევრი; ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის „ინ ვიტრო“ – ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.
  • მედიცინის აკადემიური დოქტორი ნატალია ხონელიძე – საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის  და  ინ  ვიტრო განაყოფიერების ასოციაციის გამგეობის წევრი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ „ინ ვიტრო“–ს დამფუძნებელი და დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა – გინეკოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი. 
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  და საქართველოს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი; ამერიკის ოტოლარინგოლოგიის და თავის და კისრის ქირურგიის აკადემიის საერთაშორისო წევრი; გერმანიის ოტოლარინგოლოგიის და თავის და კისრის ქირურგიის ასოციაციის წევრ–კორესპოდენტი; ოტოლარინგოლოგიისა და თავკისრის ქირურგიის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; ევროპის ოტოლოგთა და ოტონევროლოგთა აკადემიის რეგიონალური მდივანი; ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე – ქევანიშვილის კლინიკის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ოტორინოლარინგოლოგიის სპეციალობის  სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი.

„თითოეულ მათგანს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც  Alma Mater-ის წინაშე,   მათი  მონდომებით და ძალისხმევით მრავალი წელია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები იძენენ პროფესიულ გამოცდილებას  და ეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნას“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ინიციატივას,  ღვაწლმოსილი მედიცინის, როგორც მეცნიერებათა ისე აკადემიური დოქტორებისთვის – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის“ სტატუსის მინიჭების შესახებ.