თსსუ-ის პროფესორების: რევაზ თაბუკაშვილის და ვერა კაპეტივაძის ვიზიტი უკრაინაში

თსსუ-ის პროფესორების: რევაზ თაბუკაშვილის და ვერა კაპეტივაძის ვიზიტი უკრაინაში

 

2014 წლის 21-24 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე იმყოფებოდნენ  ქალაქ ჩერნოვციში (უკრაინა),  სადაც მონაწილეობა მიიღეს   საერთაშორისო კონფერენციაში  ,,პრევენციული მედიცინა, რეალური პერსპექტივები“. 

კონფერენციაზე თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენება: ,,ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, პრევენციული მედიცინის როლი“.

უკრაინაში ყოფნისას ქართველი პროფესორები  შეხვდნენ ბუკოვინის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ტარას ბოიშჩუკს და გაეცნენ ბუკოვინის უნივერსიტეტის პროპედევტიკის კათედრის მუშაობას.

იხ. ვიდეო