ევროპელი ქიროპრაკტიკოსების ვიზიტი თსსუ-ში

ევროპელი ქიროპრაკტიკოსების ვიზიტი თსსუ-ში

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ევროპის ქიროპრაქტიკოსთა კავშირის წევრი, დოქტორი მაიკ კონდრაკი და კომპანია  ,,ბენესტარის“ დირექტორი, ექიმი გია გედევანიშვილი.

სტუმრებმა  დაათვალიერეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე- რექტორები - პროფესორი ხათუნა თოდაძე და გიორგი აბესაძე, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსსუ-ის რეაბილიტაციის ფაკულტეტზე  ახალი სამაგისტრო პროგრამის დანერგვის საკითხები, რაც საშუალებას მისცემს თსსუ-ის სტუდენტებს,  შეისწავლონ ქიროპრაქტიკის სპეციალობა, რომელიც  მზარდი პოპულარობითა და დიდი მოთხოვნით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში.

შეხვედრაზე სტუმრებმა  დადებითად შეაფასეს საუნივერსიტეტო კლინიკის შესაძლებლობები  და აღნიშნეს, რომ საქართველო შესაძლოა, უნიკალური მაგალითი გახდეს მედიკოსების და ქიროპრაქტიკოსების ერთობლივი მუშაობის ერთ სივრცეში. 

ბატონმა მაიკ კონდრაკიმ განაცხადა, რომ ის დიდი შთაბეჭდილებებით მიდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ამ განწყობას აუცილებლად გაუზიარებს  კავშირის სხვა წევრებსაც.