სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება

სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება

 

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. 

ღონისძიება ტრადიციული  ხასიათისაა, ყოველწლიურად  თსსუ–ის მედიცინის, სტომატოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები ორკვირიან სტაჟირებას გადიან  სამედიცინო  კლინიკებსა და დაწესებულებებში.

ღონისძიებაზე  სტუდენტებს სიტყვით მიმართა თსსუ–ის რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სტუდენტებს სტაჟირების  დასრულება მიულოცა და უსურვა წარმატებები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.  

სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს:  რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ვიცე რექტორებმა:  პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინა ჩიქოვანმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა.