კონფერენცია ,,ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“

კონფერენცია ,,ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“

მიმდინარე წლის 6–7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ,,ბავშვთა ნევროლოგიის აქტუალური საკითხები“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების ასოციაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები  და აკადემიური პერსონალი.

ღონისძიება გახსნა თსსუ-ის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გელაძემ, რომელმაც წარადგინა გამომსვლელები და დიდი მადლობა გადაუხადა თსსუ-ის რექტორს და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია უცხოელი პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში, რომელიც კავშირების დამყარების და ახალი შესაძლებლობების საწინდარია არა მხოლოდ  სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური პერსონალისთვისაც. პროფესორმა ვადაჭკორიამ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და მისი ტრადიციები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

,,სპინალური კუნთოვანი დისტროფიები", პროფესორი ტომას სეჯერსენი, კაროლინსკას უნივერსიტეტი, სტოკჰოლმი, შვედეთი;

,,პერიფერიული ნეიროპათიები". პროფესორი ტომას სეჯერსენი, კაროლინსკას უნივერსიტეტი, სტოკჰოლმი, შვედეთი;

,,ნეონატალური, ჩვილობისა და ბავშვთა ასაკის ეპილეფსიური სინდრომები"– მონიკა ეიზერმანი, რენე დეკარტის უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი;

რთული კლინიკური შემთხვევების ვიდეოსესია, მოდერატორი – მონიკა ეიზერმანი, რენე დეკარტის უნივერსიტეტი, პარიზი, საფრანგეთი;

,,ბავშვთა ასაკის ინსულტი", პროფესორი კორიენ კატსმან-ბერევოტსი,  ერასმუსის უნივერსიტეტი, როტერდამი, ჰოლანდია.