2015 წლის 13 ნოემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია ,,ტრავმის მართვა-თანამედროვე მიდგომები“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და მეთოდოლოგია.
თსსუ-ის სტუდენტებმა წაიკითხეს მოხსენებები: მიხეილ ჯანჯღავამ -,,ბრტყელი ტერფი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; გიორგი ჩიხლაძემ - ,,ბარძაყის ყელის მოტეხილობები; გიორგი ჩილინგარაშვილმა და ლევან ცაგურიამ ,,ამპუტირებული კიდური, ინოვაციური პროთეზები“; თეონა კვიცაძემ და თამარ ესვანჯიამ- ,,მენისკის დაზიანება და მისი მკურნალობა“; თეიმურაზ მჭედლიშვილმა - ,,მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობები“; შოთა ბუაძემ - ,,დიდი წვივის პროქსიმალური მოტეხილობები“.
წარმოდგენილ საკითხებს შორის ინგლისურენოვანი მოხსენებაც იყო ,,Fat Embolysm Syndrome”, რომელიც თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტმა, მანიკანდან რაჯენდრანმა წარმოადგინა.
კონფერენციას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, ამათგან პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა: ომარ ანთელავამ და თამარ ხალვაშმა წარმოადგინეს მოხსენება- ,,ტერფმრუდობა“.