თსსუ–ის  რექტორი აზია-წყნარი ოკეანის  სამედიცინო  ფორუმზე

თსსუ–ის რექტორი აზია-წყნარი ოკეანის სამედიცინო ფორუმზე

მიმდინარე  წლის  23  ნოემბერს,  ფილიპინებზე,  ქალაქ  მანილაში,  „გუზის მშვიდობის  პრიზის“  ფონდისა  და  ფილიპინების  სამედიცინო  ასოციაციის  ერთობლივი  ორგანიზებით  ჩატარდა  აზია-წყნარი ოკეანის  სამედიცინო  ფორუმი. დასახელებულ  ფორუმზე  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ  ვადაჭკორიამ წაიკითხა  საჯარო ლექცია თემაზე: „ტუჩისა  და  სასის თანდაყოლილი ნაპრალის  კვლევა ბავშვებში: საქართველოს მაგალითი“. ლექციაზე პროფესორი ზურაბ  ვადაჭკორია, როგორც სახისა და ყბების განვითარების თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი,  დაწვრილებით  შეეხო ცენტრის  საქმიანობას, ყბა-სახის  ანომალიების მკურნალობის თანამედროვე  მეთოდებს, ქირურგიული ჩარევის ვადებს  და მეტყველების  ოპერაციისშემდგომი აღდგენის  საკითხებს.

ლექციის  მიმდინარეობის   დროს პროფესორმა  ზურაბ  ვადაჭკორიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამედიცინო  განათლების  ინტერნაციონალიზაციაზე  და  თბილისის  სამედიცინო  უნივერსიტეტის განვითარების სხვა  ძირითად პრიორიტეტებზე.  

ლექციამ  უაღრესად  დიდი  დაინტერესება  გამოიწვია. პროფესორ  ზურაბ  ვადაჭკორიას  ცოდნისა  და  გამოცდილების  გაზიარებისათვის  სპეციალური „მადლობის  სერტიფიკატი“ გადაეცა.

ipm.ge

newpost.ge