„ფუტსალის თასი 2015“-ის გათამაშება უმაღლეს სასწავლებლებს შორის

„ფუტსალის თასი 2015“-ის გათამაშება უმაღლეს სასწავლებლებს შორის

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს „ფუტსალის თასი 2015“-ის გათამაშება უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საქართველოს 28 უმაღლესი სასწავლებელი,  მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტები გადანაწილდნენ 6 ქვეჯგუფში. თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქვეჯგუფში  კენჭისყრის შედეგებით აღმოჩნდნენ:  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ (შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული), საქართველოს უნივერსიტეტი და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრებმა ანგარიშით 4:1 გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე, მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ჩემპიონატი ფრენბურთში სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრები წარმატებით ასპარეზობს.