ირაკლი კოხრეიძის საჯარო ლექცია

ირაკლი კოხრეიძის საჯარო ლექცია

2015  წლის 2 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ირაკლი კოხრეიძემ წაიკითხა საჯარო  ლექცია ,,ონკოპლასტიკა, როგორც ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის ოქროს სტანდარტი: თანამედროვე კლასიფიკაცია, მეთოდები და შედეგები“.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და პროფესორი ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო,  საჯარო ლექციის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ  კითხვები.